გატაცება

დუშეთის რაიონის სოფელ გრემისხევიდან 4 მოქალაქე გაიტაცეს

radiotavisupleba.ge

დუშეთის რაიონის სოფელ გრემისხევიდან 4 მოქალაქე გაიტაცეს და ე.წ. საზღვის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. შემთხვევა გუშინწინ მოხდა.

ტაბულას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უთხრეს, რომ გატაცების ფაქტის შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას უკვე მიაწოდეს ინფორმაცია, ასევე ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

სუს-ში ტაბულას უთხრეს, რომ მიმდინარეობს მუშაობა გატაცებულების გასათავისუფლებლად.

კომენტარები