უბედური შემთხვევა

საქნახშირის დირექტორი: ტყიბულში უბედური შემთხვევა ბაგირის გაწყვეტამ გამოიწვია

gig.ge

საქნახშირის დირექტორის, ჯამბულ ჯაყელის ცნობით, ტყიბულის შახტაში უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მაღაროში ბაგირის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. ამის შესახებ ჯაყელმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ისაუბრა.

"ავარია მოხდა, ჭაურს არემონტებდნენ, ბაგირის რემონტს აკეთებდნენ, ე.წ. კოსტა ჩავარდა და მუშებიც იქვე იდგნენ. ოთხი ადამიანია ჩავარდნილი. დაღუპულებზე ინფორმაცია არ გვაქვს. ყველა აქ ვართ, დეტალებს ვადგენთ",-აღნიშნა ჯაყელმა.

ტყიბულში, მინდელის მაღაროში ამ დროისთვის სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ბრიგადები.

გავრცელებული ინფორმაციით, 4 მეშახტე მაღალი სიმაღლიდან გადმოვარდა.

როგორც ტაბულას შსს-ის პრესსამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის უბედური შემთხვევის გარემოებები და დაშავებულთა რაოდენობა უცნობია.

კომენტარები