ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები

მერობის კანდიდატებს "მოძრაობა თავისუფლებისთვის" 27 მაისს, ყრილობაზე დაასახელებს

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო მერობის კანდიდატებს 27 მაისს, პარტიის პირველ ყრილობაზე დაასახელებს. ამის შესახებ პარტიის წევრმა ირაკლი კიკნაველიძემ ისაუბრა.

"ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ჩვენი ქალაქების წინაშე დგას ძალიან დიდი პრობლემები, რომელთა გადაწყვეტასაც სერიოზული ადამიანები სჭირდება. ჩვენ აქტიურად განვიხილავთ თბილისის მერობის კანდიდატს, რომელიც აუცილებლად გვეყოლება. ეს საკითხი გადაწყდება შიდადემოკრატიული წესით, რაც "ევროპული საქართველოს" პოლიტიკური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

"ევროპულ საქართველოს" ბევრი ისეთი ლიდერი ჰყავს, რომელიც შეძლებს, იყოს თბილისის ღირსეული მერი. სხვა ქალაქების და, მათ შორის, თბილისის მერობის კანდიდატს ჩვენ დავასახელებთ 27 მაისს, თბილისში გამართულ პარტიის ყრილობაზე", - თქვა კიკნაველიძემ.

კომენტარები