ტერორიზმი

ეგვიპტეში წმ. ეკატერინეს მონასტერთან მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო

AFP

ეგვიპტეში, სინაის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში, წმიდა ეკატერინეს სახელობის ქრისტიანულ მონასტერთან ახლოს პოლიციის საკონტროლო პუნქტს შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ.

თავდასხმის შედეგად, დაიღუპა ერთი და დაშავდა ოთხი პოლიციელი. საკონტროლო პუნქტი მონასტერთან მისასვლელ გზაზე, 800 მეტრის მოშორებით მდებარეობს.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

თავდასხმა ეგვიპტეში რომის პაპის ვიზიტამდე 10 დღით ადრე მოხდა. ვიზიტის მოახლოებასთან ერთად ეგვიპტეში უსაფრთხოების ზომები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაძლიერებულია. წმიდა ეკატერინეს მონასტერი მეექვსე საუკუნეშია დაარსებული და ის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ეს ეგვიპტეში ქრისტიანებზე თავდასხმის მესამე ფაქტია. 9 აპრილს ქალაქ ტანტასა და ალექსანდრიაში მომხდარ კოპტი ქრისტიანების ტაძარში, 45 ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.

კომენტარები