ავიაკატასტროფა

ლისაბონთან ახლოს თვითმფრინავი ჩამოვარდა, დაღუპულია 5 ადამიანი

EPA

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონიდან 20 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ ტირესში, Lidl-ის ქსელის სუპერმარკეტთან მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა.

ინციდენტს 5 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის პილოტი, 3 მგზავრი და სატვირთო მანქანის მძღოლი, რომლის მანქანასაც ჩამოვარდნილი თვითმფრინავი დაეცა.

თვითმფრინავი შვეიცარიაში იყო რეგისტრირებული. გარდაცვლილთაგან 3 საფრანგეთის, 1 კი შვეიცარიის მოქალაქე იყო. თვითმფრინავი საფრანგეთის ქალაქ მარსელში მიფრინავდა.

ინციდენტის ადგილზე მუშაობენ სახანძრო მანქანები.

კომენტარები