ტერორიზმი

ISIS: ამერიკას სულელი იდიოტი მართავს

AP

ტერორისტულმა დაჯგუფება ISIS-მა ახალი აუდიოჩანაწერი გაავრცელა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს იდიოტი უწოდა, რომელმაც არაფერი იცის ისლამის შესახებ. ჩანაწერში დაჯგუფების სპიკერი აბუ ჰასან ალ-მუჰაჯირი საუბრობს.

"ამერიკა გაკოტრებულია, ამის ყველაზე ნათელი დასტური ისაა, რომ ახლა სულელი იდიოტი გმართავთ, რომელმაც არ იცის, რა არის Sham-ი(რეგიონი სირიის ჩათვლით) და ერაყი, ან ისლამი რა არის. ის აგრძელებს სიძულვილსა და ომს ჩვენ წინააღმდეგ", - ნათქვამია დაჯგუფების განცხადებაში.

ტრამპმა წინასაარჩევნო კამპანიისას თქვა, რომ "ისლამურ სახელმწიფოს" გაანადგურებდა. მისი ოპონენტი, ჰილარი კლინტონი და სხვა კრიტიკოსები ამბობდნენ, რომ ტრამპი ამას მუსლიმების ქვეყანაში დროებით არშეშვებით შეეცდებოდა. თუმცა, ISIS-ს განცხადებაში "სამოგზაურო აკრძალვა" არ უხსენებია.

ტერორისტული დაჯგუფება ერაყისა და სირიის ნაწილს აკონტროლებს და მას ამჟამად ამერიკის ხელმძღვანელობით შექმნილი კოალიცია ებრძვის.

კომენტარები