თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ ეს მართლა რეზიდენციაზე იყო? საზოგადოებას კი ასე მიაწოდეს, მაგრამ შეიძლება, რომ ამ თემაზე იყოს დაპირისპირება? რეალური მიზეზი სხვა აქტორებს უნდა ჰკითხოთ იმიტომ, რომ მე არცერთ ეტაპზე არ გადამიდგამს "ქართული ოცნების" წინააღმდეგ პოზიცია. როდესაც მოსმენების კანონი შემოგაქვს, რომელიც ჩემი და შენი ბრძოლისთვის მიუღებელია, რასაც მე და შენ ერთად ვაწარმოებდით, აქ გავიყოფოდით; როდესაც ეროვნული ბანკის დაშლა შემოგაქვს, მე და შენ სხვა პოზიციაზე ვიყავით, ვიღაცები არ უნდა ვაკონტროლოთო, აქ გავიყავით; როდესაც ახლა შემოიტანეს მოსამართლეების თემა, აქ გავიყავით. ჩვენ გავიყავით თემებზე და ამას დამალვა არ სჭირდება. ვეტოების ისტორია იქნება მარტო საკმარისი, თუ არა პოლიტიკური განცხადებების ისტორია. როდესაც მთავაზობ, რომ აგრესიულად ვიყო განწყობილი საზოგადოების ერთი ნაწილის მიმართ, ვიღაც დავჩაგრო - აქ გავიყოფით.
tbl.ge/27v3
დაკოპირდა

ტელეკომპანია იმედის ეთერში პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პასუხობს კითხვას, რომ არა რეზიდენციის საკითხი, მოხდებოდა თუ არა ქართულ ოცნებისა და პრეზიდენტის ხედვების გაყოფა?
ამავე თემაზე
- დვალი-აქიმიძის სარჩელი არც სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა
- მელაძე: სასამართლომ რუსთავი 2-დან ჩემი გათავისუფლება უკანონოდ ცნო, ბრძანება გააუქმა
- დვალი: იმ არგუმენტაციამ, რაც მოსამართლემ მოიყვანა, აბსოლუტურად გაოგნებული დაგვტოვა
- რუსთავი 2-ის საქმეზე ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი არ დაკმაყოფილდა
- დავით დვალი R2-ზე: საქმეს აუცილებლად მივყვებით ბოლომდე




