რუსთავი 2-ის საქმე

მელაძე: სასამართლომ რუსთავი 2-დან ჩემი გათავისუფლება უკანონოდ ცნო, ბრძანება გააუქმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსთავის 2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობიდან ჩემი გათავისუფლება უკანონოდ ცნო, ბრძანება გააუქმა და კომპენსაციის გადახდა დააკისრა!

2-წლიანი დავის შემდეგ, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ბოლო წუთამდე ჩემს მოვალეობას კეთილსინდისიერად ვასრულებდი და გათავისუფლება მოხდა გამოგონილი მიზეზით, ჰოდა ეს ბრძანება გაუქმებულია!!!

ახლა მოვემზადოთ ახალი სერიისთვის!!!

წერს ტელეკომპანია პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე. ჟურნალისტის უფლებებს სასამართლოში საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს იურისტი, თეო ზაქარაშვილი იცავდა.

ნოდარ მელაძე რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობიდან 2019 წლის 20 აგვისტოს გაათავისუფლეს

კომენტარები