რუსთავი 2-ის საქმე

დეკანოზი ისაკაძე: რა მნიშვნელობა აქვს, რუსული ჩექმა იქნება თუ ბრიუსელი?!

მინდა რუსთავი 2-თან დაკავშირებით... დღეს საქართველო იმართება ბრიუსელიდან. ჩვენთვის რა მნიშვნელობა აქვს იმას, მოსკოვი, კრემლი, რუსული ჩექმა იქნება საქართველოში თავისი პოზიციების გამტარებელი თუ ვაშინგტონი, თეთრი სახლი და ძია სემი. მთავარია, ჩვენ დამოუკიდებელნი არ ვართ. ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება ეს ყოველივე. დასტურდება, რომ ეს რუპორი უზნეობის, ეს რუპორი სააკაშვილის რეჟიმის მაამებლობის... ეს ტელეარხი სააკაშვილის მონა მორჩილი იყო. ასეთი ჯიბის ტელეარხს ეძახიან თავისუფლების შუქურას. ეს ტელეარხები არიან უზნეობის შემომტანნი ჩვენს ქვეყანაში. და, რაც მთავარია, მებრძოლნი მართლმადიდებლობის წინააღმდეგ. ის ადამიანები, ვინც რუსთავი 2-ს უჭერს მხარს, არიან მტრები ჩვენი ქვეყნის, ტრადიციების, ღირებულებების და მტრები ჩვენი მართლმადიდებელი სარწმუნოების. მე დავდგები ჩვენი ხელისუფლების მხარეს, თუ ის არ გაითვალისწინებს ბრიუსელის ამ გადაწყვეტილებას

განაცხადა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურმა, დეკანოზმა დავით ისაკაძემ ქადაგებისას

კომენტარები