საქართველოს საპატრიარქო

პრეზიდენტმა პატრიარქი მოინახულა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტმა ბერლინიდან დაბრუნებული საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მოინახულა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა ადმინისტრაციის უფროს გიორგი აბაშიშვილთან და პოლიტიკურ მდივან ფიქრია ჩიხრაძესთან ერთად, საქართველოს პატრიარქს სამშობლოში დაბრუნება მიულოცა და სრულად გამოჯანმრთელება უსურვა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი გერმანიიდან დღეს დაბრუნდა. ის ბერლინში სამკურნალოდ 2 თებერვალს გაემგზავრა, სადაც ნაღვლის ბუშტზე ჩაუტარდა ოპერაცია.

ილია მეორემ საქართველოში დაბრუნების შემდეგ გიორგი მამალაძის საქმეზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, საკითხს საპატრიარქო ხელისუფლებასთან ერთად შეისწავლის და დასკვნებს გამოიტანს.

კომენტარები