საქართველოს საპატრიარქოს ეზოში მანქანა შევარდა, რომელმაც შლაგბაუმი დააზიანა და ჭიშკარი მოგლიჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადაც იმყოფებოდა.
დამატებითი დეტალებისთვის ტაბულა შსს-ს დაუკავშირდა და უწყებისგან პასუხს ელოდება.
განახლება: შსს-ში ტაბულას უთხრეს, რომ მძღოლი დაკავებულია, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.




