მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო

ბოკერია: ივანიშვილის გუნდი რელიგიურ თემებზე უტიფარი სპეკულირებით გამოირჩევა

"ქართული ოცნება" და ივანიშვილის გუნდი ყოველთვის, ოპოზიციაში ყოფნის დროსაც და ახლაც, ძალიან უტიფარი სპეკულირებით გამოირჩევა რელიგიური თემებზე. ახლა კიდევ ერთი ეპიზოდია საოცარი უტიფრობის, როცა პატრიარქის სიცოცხლით ისპეკულირეს და გვეუბნებიან, რომ თურმე, ეს ასე არ იყო და აქედან გამოსვლას ცდილობენ. ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს იმას, თუ როგორი პრობლემა გვაქვს. ჩვენ ქვეყანაში გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ გააჩნია არანაირი სტანდარტი, საკუთარ თავთანაც კი, და ნებისმიერ მომენტში ყველაფერზეა წამსვლელი. ეს პრობლემაა, რომელიც საქართველოს საზოგადოებამ, რაც შეიძლება მალე, დემოკრატიული გზით უნდა გადაჭრას

მოძრაობა თავისუფლებისთვის წევრის, გიგა ბოკერიას, კომენტარი პროკურატურის განცხადებაზე. როგორც ირკვევა, პროკურატურამ შეცვალა თავისი თავდაპირველი ვერსია მაღალი იერარქიის სასულიერო პირის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით.

კომენტარები