მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო

ოთარ კახიძე: თუ ხელისუფლება არაფერს გააკეთებს, ოკუპაცია გაგრძელდება

თუ რუსეთის ფედერაციის წინაშე მარტონი ვიქნებით, საქართველო არის განწირული იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს იმის რესურსი, რომ პატარა ქვეყანამ სრულფასოვანი წინააღმდეგობა გავუწიოთ. თუ აშშ, ევროკავშირი და პარტნიორები არ მოსთხოვენ რუსეთს, რომ უკანონო ქმედებები შეწყვიტოს, რუსეთი ოკუპაციას გააგრძელებს. საქართველოს ხელისუფლებისგან კი ვისმინეთ, რომ ეს, თურმე, პრობლემა არ ყოფილა. უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ რუსეთი მართალია. თუ ხელისუფლება არაფერს გააკეთებს, ოკუპაცია გაგრძელდება, ოკუპაცია არ შეჩერდება

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ოთარ კახიძე საუბრობს მცოცავ ოკუპაციასა და ხელისუფლების უმოქმედობაზე. რუსთავი 2-ის ეთერი, გადაცემა "განსხვავებული აქცენტები".

კომენტარები