მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო

უგულავა მელიაზე: ენმ-ის კარი მე გავუხსენი, მაგრამ უტიფრობა არ მისწავლებია

"ბრიყვი დაასაქმე და უკან მიყევიო", ამ პერსონაჟზეა [ნიკა მელიაზე] ნათქვამი. თვითკრიტიკულიც ვარ - მე გავუხსენი მას ნაცმოძრაობის კარი, მაგრამ უტიფრობა არ მისწავლებია

პ.ს. მე შაირი არ მინდოდა. არც თქვენთან დავას ვაპირებ. ჩვენი ფოკუსი ივანიშვილი და მისი კორუმპირებული ბალაგანია. იმის მაგივრად, რომ მეორე ტურისთვის ერთმანეთისკენ გზები ბოლომდე არ დაგვეწვა, წარსულის უმეცარ ფალსიფიკაციას ეწევით. თქვენი არჩევანია, ჩვენ წინ ვიყურებით, თქვენ ჩარჩით წარსულში და ამ საწყალ ზალიკოსაც ჩაიყოლებთ

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრი გიგი უგულავა, საუბრობს ყოფილ თანაგუნდელზე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრ ნიკა მელიაზე, რომელმაც თქვა, რომ ენმ-მ ისეთი ადამიანები მოიშორა, რომლებსაც ვერასდროს მოიშორებდნენ და ისინი პრინციპების ერთგულები არ იყვნენ.

კომენტარები