ტერორიზმი

ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ ავღანეთში წითელი ჯვრის 6 თანამშრომელი მოკლა

AFP

ავღანეთში, ჯუზჯანის პროვინციაში, პროვინციის გუბერნატორის ცნობით, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წევრებმა წითელი ჯვრის 6 თანამშრომელი მოკლეს.

ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს ჯერჯერობით თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არ დაუდასტურებია.

ტერორისტული დაჯგუფება ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილსა და დედაქალაქ ქაბულში 2015 წლიდან გააქტიურდა.

აღსანიშნავია, რომ 2013 წელს ავღანეთის ქალაქ ჯალალაბადში წითელი ჯვრის ოფისს დაჯგუფება თალიბანი დაესხა თავს.

კომენტარები