განათლების სამინისტრო

ჯეჯელავა: მსუქანი და ნელა მორბენალი ბავშვების ფიზიკურ აქტივობაში ჩართვა გვინდა

ტაბულა

განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას ინფორმაციით, ფიზკულტურის ყველა მასწავლებელი გადამზადდება. მისი თქმით, თანამშრომლობა იგეგმება რაგბის, ფეხბურთის, ხელბურთის და ფრენბურთის ფედერაციებთან. ჯეჯელავას თქმით, ფიზკულტურის მასწავლებლების გადამზადების პროცესი 1 თვეში დაიწყება. ნეტგაზეთის ინფორმაციით, ამის შესახებ ალექსანდრე ჯეჯელავამ განათლების სამინისტროში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

განათლების მინისტრის შეფასებით, ტრაგედიაა, რომ კვლევების თანახმად, საქართველოში მოსწავლეების 2-7% არის ჩართული რეგულარულ ფიზიკურ აქტივობაში. ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, სკოლის დირექტორებიც მიიღებენ მითითებებს, რომ არა მხოლოდ ის მოსწავლეები ჩართონ ფიზიკურ აქტივობებში, ვინც ისედაც დაინტერესებულია სპორტით, არამედ ბავშვთა დიდი რაოდენობა.

"მსუქანი და ნელა მორბენალი ბავშვების ფიზიკურ აქტივობაში ჩართვაზეა საუბარი", - აღნიშნა ჯეჯელავამ.

კომენტარები