მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო

უგულავა: ადგილობრივი არჩევნები არის მთავარი ინსტრუმენტი

ჩვენ ვიცით, რომ გავდივართ არჩევნებზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მე რასაც ვუყურებ, ძალიან ბევრი პარტია რაღაც ალმაცერად უყურებს ადგილობრივ არჩევნებს. ადგილობრივი არჩევნები არის მთავარი ინსტრუმენტი. შენ თუ გინდა რაიმე შეცვალო, ყველა პოლიტიკა არის ლოკალური. ადგილზე იწყებ, აი, ამ ჭის პრობლემით, გზის პრობლემით, სოციალური პრობლემებით... აქედან იწყება ნებისმიერი პოლიტიკა. თუ შენ არ ხარ იმ სოფელში წარმოდგენილი და იმ პრობლემებზე არ ესაუბრები და შენი შესაძლებლობების ფარგლებში არ ეხმარები მათ გადაჭრაში, მაშინ წყლის ნაყვა იქნება [სხვა თემებზე საუბარი]. იქ არის მთავარი პოლიტიკა, იქ იხარშება, იქიდან იწყება და იქიდან უნდა აშენდეს

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებელი, გიგი უგულავა, საუბრობს 2017 წელს დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერი, გადაცემა "მთავარი თამარ ჩიქოვანთან"

კომენტარები