საგარეო ვაჭრობა

ჭიაბერაშვილი: ივანიშვილის მმართველობის პირობებში ხალხის გაღარიბება გრძელდება

ტაბულა

საპარლამენტო უმცირესობის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პირობებში ხალხის გაღარიბება გრძელდება. საგარეო ვაჭრობის ახალ მონაცემებს ევროპული საქართველოს დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი დღევანდელ ბრიფინგზე გამოეხმაურა.

“ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდში ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა კი არ გაიზარდა, მოხდა პირიქით: ხალხი გაღარიბდა, შემცირდა ოჯახების მსყიდველუნარიანობა, ისინი მოიხმარენ სულ უფრო ნაკლებს. ეს მდგომარეობა ივანიშვილის მთავრობის მავნებლური ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია,” - განაცხადა ჭიაბერაშვილმა და აღნიშნა, რომ "ექსპორტიცა და იმპორტიც (თუ იმპორტს C ჰეპატიტის სამკურნალოდ ამერიკის მთავრობის მიერ ნაჩუქარ მედიკამენტების ღირებულებას გამოვაკლებთ) 2011 წლის დონეზე დავიდა".

“სამწუხაროდ, მთავრობა დღესაც არ აღიარებს პრობლემას და გამოდის იმგვარი ინიციატივებით, რომელიც არ ეფუძნება ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარების კონკრეტულ და მკაფიო ხედვას. იმის ნაცვლად, რომ დაეწია გადასახადები და ამით შვება მიეცა ხალხისთვისაც და ბიზნესისთვისაც, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს, მთავრობამ გადასახადები აწია. ეს იმის საპირისპირო ქმედებაა, რასაც ამგვარი ეკონომიკური კრიზისის პირობებში მთავრობა უნდა აკეთებდეს,” - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

კომენტარები