ყირგიზეთში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 37-მდე გაიზარდა.
ACT Airlines-ის სატვირთო თვითმფრინავმმა, რომელიც რეისს ჰონკონგიდან ასრულებდა, ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკთან ახლოს, მანასის აეროპორტში დაშვების მცდელობისას კატასტროფა განიცადა.

ფოტო: Reuters
კატასტროფის შედეგად ჩამოვარდნილი თვითმფრინავი აეროპორტთან ახლოს მდებარე სახლებს შეეჯახა. დაინგრა 15 შენობა. დაღუპულთა უმეტესობა, სწორედ ადგილობრივი მცხოვრებია, მათ შორის არიან ბავშვებიც.

ფოტო: RADIO FREE EUROPE/RADIO LIBERTY
გავრცელებული ინფორმაციით, ავიაკატასტროფა ნისლმა და ცუდმა ხილვადობამ გამოიწვია, თუმცა ყირგიზეთის პრემიერმინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მიზეზი პილოტის შეცდომა იყო.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ თვითმფრინავი Turkish Airlines-ს ეკუთვნოდა, თუმცა შემდეგ აღმოჩნდა, რომ ACT Airlines-ის იყო.

ფოტო: AP





