ტერორიზმი

ქაბულში პარლამენტის შენობასთან მომხდარ 2 აფეთქებას სულ მცირე 21 ადამიანი ემსხვერპლა

Reuters

AFP-ს ცნობით, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, პარლამენტის შენობასთან მომხდარი ორი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 21 ადამიანი დაიღუპა, 45 კი დაშავდა.

აფეთქებას ძირითადად მშვიდობიანი მოქალაქეები ემსხვერპლნენ, ასევე პარლამენტის თანამშრომლებიც.

თავდასხმა პიკის საათში მოხდა, როდესაც პარლამენტის თანამშრომლები შენობას ტოვებდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო, მეორე შემთხვევაში კი დანაღმული ავტომობილი ააფეთქეს.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება თალიბანმა აიღო.

კომენტარები