გუშინ, ეგვიპტეში, სინას ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. თავდასხმას სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით მოქალაქე კი დაშავდა. დაღუპულებს შორის 7 პოლიციელია.
ტერორისტმა თავი პოლიციის განყოფილებასთან, ხალხმრავალ ადგილზე აიფეთქა, შემდეგ კი მისმა თანამზრახველებმა პოლიციის განყოფილებას ცეცხლი გაუხსნეს.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია. თუმცა ოფიციალური ინფორმაციით, სინას ნახევარკუნძულზე 2012-15 წლებში ისლამისტურმა დაჯგუფებებმა 400-ზე მეტი თავდასხმა მოაწყვეს.





