გიგი უგულავას საქმე

აშშ-ის საელჩო: ყურადღებით ვაკვირდებით უგულავას საქმეს

აშშ-ს საელჩო საქართველოში
https://www.facebook.com/tbilisi.usembassy

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში გიგი უგულავას საპატიმროდან გათავისუფლებას აფასებს. 

"ადრეც გვითქვამს რომ სასამართლო ხელისუფლების ყველა შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს თავისუფალი პოლიტიკური ზეწოლისგან. როგორც ასეთი, სასამართლოს გადაწყვეტილების სისწორეზე კომენტარის გაკეთება ჩემი მხრიდან შეუფერებელი იქნება," - აცხადებს საელჩო. 

საელჩოში ასევე ამბობენ, რომ ყურადღებით აკვირდებიან ყოფილი მერის, გიგი უგულავას საქმის განვითარებას.

"გასაჩივრების უფლება არის ნებისმიერი დემოკრატიული სასამართლო სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილი. სააპელაციო სასამართლომ შეაფასა მტკიცებულებები და მხარეებს მისცა საშუალება ედავათ კანონის შესაბამისობაზე და წარმოედგინათ სამართლებრივი არგუმენტები. ეს ნაბიჯები არის ცხადი მაგალითი იმისა რომ სასამართლო სისტემას აქვს საშუალება იყოს დამოუკიდებელი, რაც ნებისმიერი ჯანსაღი დემოკრატიული სისტემის განუყოფელი ნაწილია, " - ამბობენ საელჩოში.

გიგი უგულავამ საპატიმრო 6 იანვარს, დაახლოებით საღამოს 7 საათზე დატოვა. 

კომენტარები