სლოვაკეთი

სლოვაკეთის პრემიერ ფიცოს ესროლეს, ის ჰოსპიტალიზებულია

რობერტ ფიცო  
 Alexandros Michailidis / shutterstock

სლოვაკეთის პრემიერ რობერტ ფიცოს ესროლეს და დაჭრილი, ის ჰოსპიტალიზებულია.

პრორუსული პოლიტიკით ცნობილი ფიცო დაჭრეს ქალაქ ჰანდლოვაში კულტურის საზოგადოების ცენტრის წინ, სადაც მთავრობის შეხვედრა მიმდინარეობდა.

ქალაქში სროლის ხმა რამდენჯერმე გაისმა, როგორც ამას სცენის შემსწრე ჟურნალისტები იუწყებიან.

ჰანდლოვა დედაქალაქი ბრატისლავიდან 180 კილომეტრითაა დაშორებული.

გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანდა, როგორ მისდევდნენ თავდასხმაში ეჭვმიტანილს დასაკავებლად. ასევე ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, როგორ მიჰყავთ დაჭრილი ფიცო მისი დაცვის წარმომადგენლებს.

სლოვაკეთის პრეზიდენტმა, ზუზანა ჩაპუტოვამ, რომელსაც უფლებამოსილების ვადა მალე გასდის, თავდასხმას "დაუნდობელი" უწოდა და თქვა, რომ შოკირებულია. პრემიერმინისტრს გამოჯანმრთელება უსურვა.

ფიცო ქვეყნის მმართველობაში გასული წლის სექტემბერში დაბრუნდა. ის უნგრეთის პრემიერის, ვიქტორ ორბანის ახლო მოკავშირეა.

კომენტარები