რუსული კანონი

შველიძე: 30 წუთის წინ დამხვდნენ სახლთან - მეზობლებისგან ვიცი, რომ მთელი დღე მელოდებოდნენ

ლუკა შველიძემ მასზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე დეტალური კომენტარი ფორმულას ეთერში გააჟღერა.

შველიძის თქმით, ოთხი ნიღბიანი პირი მას მაშინ დაესხა თავს, როცა სახლში ბრუნდებოდა. 

"სადღაც 30 წუთის წინ სახლთან დამხვდნენ და ჩემი მეზობლების ინფორმაციით ვიცით, რომ მთელი დღე მელოდებოდნენ - მე უბრალოდ გასული ვიყავი სახლიდან.

შემოსვლის თანავე წამოვიდა 2 ადამიანი, რომელმაც ხელი მომკიდა და პალტოზ ჩამავლო ხელი - შემეკითხეს ვიყავი თუ არა ლუკა შველიძე - რომ ვუპასუხე კი, ამ ორმა დაიწყო რტყმა, უკან კიდევ მოყვებოდა მათ ორი ადამიანი. 

თან მქონდა წიწაკის სპრეი, წიწაკის სპრეი გამოვიყენე თუ არა, მეზობლებიც გამოვარდნენ ყვირილზე და გაიქცნენ.

მაქვს სახის არეში ნარტყამი და თავის ტკივილი მაქვს ამჟამად.

ყოველდღე იყო ჩემი მისამართით მუქარის შემცველი ზარები, პლიუს ამას, რამდენიმე დღის წინ და ამ დღეების განმავლობაში (როცა სპიკერი ვარ), ვამთავრებ თუ არა სფიჩს და ლაპარაკს, პირდაპირ შემოდის ხოლმე ტელეფონში ზარი ფრაზით: "გხედავთ, გიყურეთ და შენ ნახე რა გიქნათ და გინება". - თქვა შველიძემ ფორმულას ეთერში

კომენტარები