აშშ-საქართველო

კალაძე: ჩვენც ვერ გავიგეთ, [აშშ მოწინააღმდეგეა თუ პარტნიორი]

ჩვენც ვერ გავიგეთ, გულწრფელად ვიტყვი მაგას, [ამერიკა მოწინააღმდეგეა თუ პარტნიორი]. კონკრეტული ფაქტებიდან გამომდინარე ვამბობ...

არის კონკრეტული თემები, კონკრეტული საკითხები, რაზეც ასე ღიადაც ვერ საუბრობთ, მაგრამ არის ისეთი თემები, რაც ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს იწვევს.

ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე რუსთავი 2-ის კითხვას, - "გუშინ ო ბრაიენმაც თქვა, რომ შეერთებულ შტატებს გამოყოფილი აქვს 390 მილიონი დოლარის მხარდაჭერა, რომლის დახარჯვასაც ვგეგმავთ მთავრობასთან ერთად... ამ ყველაფრის გადახედვა მოგვიწევს თუ ჩვენ, შეერთებულ შტატებს მიგვიჩნევენ მოწინააღმდეგედ და არა პარტნიორად ანუ რატომ გაჩნდა ასეთი ანუ ამერიკა ამბობს, რომ ვერ გაიგო უკვე, მოწინააღმდეგეა ამ ქვეყნის თუ პარტნიორი".

კომენტარები