ბერლინის თავდასხმა

ბერლინის საშობაო ბაზარზე თავდამსხმაში ეჭვმიტანილი მილანში მოკლეს

THINKSTOCK

ბერლინის საშობაო ბაზარზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი მილანში მოკლეს. ინფორმაციას იტალიის პოლიცია ავრცელებს.

კარაბინიერებთან ორმხრივი სროლისას, მან პოლიციელი დაჭრა, თუმცა, ჭრილობა სასიკვდილო არაა.

19 დეკემბერს თავდასხმაში ეჭვმიტანილი ტუნისელი ანის ამრი ბერლინში საშობაო ბაზარზე სატვირთო მანქანით შევარდა და 12 ადამიანი იმსხვერპლა. გერმანიის პოლიციამ მასზე ძებნა გამოაცხადა და ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ ჯილდოც დააწესა.

კომენტარები