ბერლინის თავდასხმა

გერმანიის პოლიცია ბერლინის თავდასხმაში ეჭვმიტანილ ტუნისელს ეძებს

REUTERS

გერმანიის პოლიცია 19 დეკემბერს ბერლინის თავდასხმაში ეჭვმიტანილ ტუნისელ თავდამსხმელს ეძებს. გერმანული ონლაინგამოცემა Spiegel-ის ცნობით, გერმანიის პოლიციამ სატვირთო მანქანაში მისი ID ბარათი იპოვა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. ტერორისტული დაჯგუფების განცხადების თანახმად, თავდასხმა მათმა ერთ-ერთმა მებრძოლმა განახორციელა, თუმცა თავდამსხმელი არ დასახელებულა.

19 დეკემბერს ბერლინში მომხდარი თავდასხმის ერთადერთი ეჭვმიტანილი საკმარისი მტკიცებულებების არქონის გამო გუშინ გაათავისუფლეს. გერმანიის პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილმა თავდასხმის ორგანიზებაში ნებისმიერი სახის მონაწილეობა უარყო.

ბოლო მონაცემებით, გერმანიაში მომხდარ თავდასხმას 12 ადამიანი ემსხვერპლა, 50 კი დაშავდა.

კომენტარები