ბერლინის თავდასხმა

თავდასხმა ბერლინში: საშობაო ბაზრობა გაიხსნა და მუშაობას აგრძელებს

Reuters

ბერლინში საშობაო ბაზრობა, რომელზეც ორშაბათს ღამით სატვირთო მანქანა შეიჭრა, გაიხსნა და მუშაობას აგრძელებს.

პოლიციას ბაზრობის ირგვლივ სპეციალური ბარიერები აქვს დამონტაჟებული, რათა თავდასხმა არ განმეორდეს. ბაზრობაზე უამრავი ხალხია შეკრებილი.

პარალელურად, დორტმუნდში თავდასხმაში ეჭვმიტანილი ტუნისელი ანის ამრის კვალის აღმოსაჩენად რეიდები მიმდინარეობს.

გერმანულმა პოლიციამ ანის ამრის ID-ბარათი (პირადობის მოწმობა) სატვირთო მანქანაში იპოვა, მანქანის კარზე აღმოჩენილია ამრის თითის ანაბეჭდებიც.

ბრათშაიდფლაცის საშობაო ბაზრობაზე მომხდარ თავდასხმას 12 ადამიანი ემსხვერპლა, 49 კი დაშავდა. დაღუპულთა შორის სულ მცირე 6 გერმანიის მოქალაქე იყო, 1 ტურისტი ისრაელიდან.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

კომენტარები