აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფიდელ კასტროს გარდაცვალებასთან დაკავშირებით საკუთარ Twitter-ზე დაწერა - "ფიდელ კასტრო მკვდარია!" არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დონალდ ტრამპს არ გაუკეთებია კომენტარი იმის შესახებ თუ როგორი იქნება აშშ-კუბის ურთიერთობები, თუმცა წინასაარჩევნო პერიოდში ტრამპი ამბობდა, რომ ის ჰავანაში ახლადგახსნილი საელჩოს დახურვას გეგმავდა.

ფოტო: https://twitter.com/realDonaldTrump
დონალდ ტრამპი ბარაკ ობამას ადმინისტრაციის პერიოდში კუბასთან დადებული სავაჭრო ურთიერთობების გაუქმებასაც გეგმავს. კუბასთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა ბარაკ ობამას შეფასებით, აშშ-ის დიპლომატიის ერთ-ერთი დიდი მიღწევა იყო. სავარაუდოდ ორმხრივი ავიამიმოსვლის შესახებ მიღწეული შეთანხმებაც გადაიხედება.
დღეს, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა კუბის რევოლუციის ლიდერი ფიდელ კასტრო. კასტრო კუბას თითქმის 50 წლის განმავლობაში, 1959-2008 წლებში, ერთპიროვნულად მართავდა.





