ფიდელ კასტრო

პრეზიდენტი: მჯერა, რომ ფიდელ კასტროს სახელი ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს ისტორიაში

გიორგი მარგველაშვილი
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი ფიდელ კასტროს გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, "ბატონი ფიდელ კასტრო იყო განსაკუთრებული ლიდერი, რომელმაც უდიდესი გავლენა იქონია კუბის სახელმწიფოებრიობის განვითარებასა და მეოცე საუკუნის მსოფლიოზე".

"მინდა, ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სამძიმარი და თანაგრძნობა გამოვხატო პრეზიდენტის ოჯახისა და კუბელი ხალხის მიმართ. მჯერა, რომ ფიდელ კასტროს სახელი ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს კუბისა და მსოფლიოს ისტორიაში, " - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.

კუბის ექსპრეზიდენტი და რევოლუციის ლიდერი ფიდელ კასტრო გუშინ საღამოს, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფიდელ კასტრო კუბას თითქმის 50 წლის განმავლობაში, 1959-2008 წლებში მართავდა. ამ პერიოდის მანძილზე, 1963 წელს, ის საქართველოშიც იმყოფებოდა.

კომენტარები