ფიდელ კასტრო

90 წლის ასაკში, ფიდელ კასტრო გარდაიცვალა

AFP

კუბის ყოფილი პრეზიდენტი, სოციალისტური რევოლუციის ლიდერი ფიდელ კასტრო 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. BBC-ის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაცია მისმა ძმამ, კუბის პრეზიდენტმა რაულ კასტრომ დაადასტურა.

ფიდელ კასტრო კუბას თითქმის 50 წლის განმავლობაში, 1959-2008 წლებში, ერთპიროვნულად მართავდა. მისი მხარდამჭერების თქმით, ფიდელ კასტრომ კუბა ხალხს დაუბრუნა, თუმცა, ოპონენტები კასტროს ზეწოლასა და განსხვავებული აზრის დევნაში ადანაშაულებდნენ.

კომენტარები