ფიდელ კასტრო

ფიდელ კასტროს უფროსმა შვილმა თავი მოიკლა

Getty

კუბას ყოფილი ლიდერის, ფიდელ კასტროს 68 წლის შვილმა ჰავანაში თავი მოიკლა.

ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით ფიდელ ანხელ კასტრო დიაზ-ბალარტი დეპრესიისაგან იტანჯებოდა. ის უკანასკნელ თვეებში მკურნალობის კურსს გადიოდა.

"ფიდელიტო" ბირთვული ფიზიკოსი იყო და განათლება საბჭოთა კავშირში ჰქონდა მიღებული. ის კუნძულის ბირთვულ პროგრამას 1980-1992 წლებში ხელმძღვანელობდა.

კასტრო დიაზ-ბალარტი ფიდელ კასტროს და მირტა დიაზ-ბალარტის ხანმოკლე ქორქინებისას დაიბადა. მირტა ცნობილი რევოლუციამდელი პოლიტიკოსის ქალიშვილი იყო. მისი ოჯახი ახლა ფლორიდაში ცხოვრობს და კასტროს რეჟიმის მოწინააღმდეგეა. ფიდელიტოს ბიძაშვილი მარიო დიაზ-ბალარტი აშშ-ის კონგრესმენია. შეგახსენებთ, რომ ფიდელ კასტრო 2016 წელს 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები