საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იმედოვნებს, რომ მალე მთავრობა გააკეთებს განცხადებას მოსახლეობის განკარგვადი შემოსავალის დარეგულირების შესახებ. დიმიტრი ქუმსიშვილმა ამ თემაზე ლარის კურსზე ჟურნალისტების კითხვის პასუხად ისაუბრა.
"ლარი შეიძლება ხანდახან გაუფასურდეს, ხანდახან შეიძლება გამყარდეს. მნიშვნელოვანია თუ რაზე მოქმედებს ლარის მერყეობა. ორი რაღაცა არის - ეს არის ფასების საერთო ზრდა და განკარგვადი შემოსავალი, რომელიც რჩება მოსახლეობას. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე ჩვენ გავაკეთებთ განაცხადს, განცხადებას, სადაც ვიტყვით თუ როგორ შეიძლება დარეგულირდეს, რომ ჩვენს მოქალაქეებს განკარგვადი შემოსავალი შეუნარჩუნდეთ", - ამბობს ქუმსიშვილი.
ვიცეპრემიერი არ აზუსტებს რა რეგულაციების შემოღება იგეგმება ლარის გამყარების მიზნით, რაც პრემიერმა დააანონსა.
"მცოდნე ადამიანებისთვის მე უკვე გაგეცით პასუხი", - უთხრა ეკონომიკის მინისტრმა ჟურნალისტებს.
ტაბულას კითხვას ეთანხმება თუ არა პრემიერმინისტრის განცხადებას, რომლის მიხედვით ლარის გაუფასურება დადებითი მოვლენებით არის განპირობებული, ქუმსიშვილი პასუხობს:
"მე პრემიერმინისტრს ყველაფერში ვეთანხმები, მე ვარ მისი გუნდის წევრი"





