ლარის გაუფასურება

ლარი დოლართან და ევროსთან ისევ გაუფასურდა – 1 ივნისის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 0.58 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 0.11 თეთრით. 1 ივნისის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 3.0307 ლარია, ერთი ევროსი კი - 3.2477 ლარი.

კომერციულ ბანკებში 1 დოლარის ყიდვა 3.06 ლარად არის შესაძლებელი, ხოლო 1 ევროსი - 3.30 ლარად. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ღირებულება 3.03 ლარია, 1 ევროსი - 3.25 ლარი. 

ბოლო 3 თვის განმავლობაში ლარს გამყარების ტენდენცია ჰქონდა, თუმცა, 27 მაისის შემდეგ ეროვნული ვალუტა უფასურდება - სხვაობამ დოლართან მიმართებით 17 თეთრი შეადგინა, ხოლო ევროსთან - 20 თეთრით.

აღსანიშნავია, რომ 24 მაისს რეზერვების შესავსებად ეროვნულმა ბანკმა $10 მილიონი იყიდა. ეს 2019 წლის ივნისის შემდეგ პირველი შემთხვევაა.

კომენტარები