ლარის გაუფასურება

ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში დოლარის ყიდვა 3.10 თეთრამდე გაძვირდა, ევროსი – 3.34-მდე

სამთვიანი გამყარების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ვალუტა მკვეთრად უფასურდება. პარასკევის შემდეგ, ოფიციალური კურსი ჯერჯერობით 10-12 თეთრით შეიცვალა, თუმცა, სავალუტო ჯიხურებსა და კომერციულ ბანკებში ევროს და დოლარის გაყიდვა 20-25 თეთრით გაძვირდა.

მაგალითად, კომერციულ ბანკებში 1 დოლარის ყიდვა 3.10 ლარად არის შესაძლებელი, ხოლო 1 ევროსი - 3.34 ლარად. 

რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ღირებულება 3.07 ლარია, 1 ევროსი - 3.30 ლარი.

ბოლო 3 თვის განმავლობაში ლარს გამყარების ტენდენცია ჰქონდა, თუმცა, 27 მაისის შემდეგ ეროვნული ვალუტა უფასურდება. აღსანიშნავია, რომ 24 მაისს რეზერვების შესავსებად ეროვნულმა ბანკმა $10 მილიონი იყიდა. ეს 2019 წლის ივნისის შემდეგ პირველი შემთხვევაა.

კომენტარები