ლარის გაუფასურება

ჭიაბერაშვილი: ივანიშვილმა ეროვნული ბანკი მთლიანად დაიმორჩილა და ფეხქვეშ ამოიდო

ჩვენ ვისმენდით ბოლო წლების განმავლობაში, რომ ზოგჯერ გარე ფაქტორებს აბრალებდნენ, ზოგჯერ ეს ბრალდებოდა ეროვნული ბანკის წინა პრეზიდენტს და ა.შ. მაგრამ ჩვენ 2013 წლიდან ვამბობდით, რომ მთავრობს არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა დაანგრევდა ჩვენს ეკონომიკას და დღეს ეს შედეგი სამწუხაროდ სახეზეა. დღეს, იმის ნაცვლად, რომ მიიღონ გადამჭრელი ზომები, ამის ნაცვლად აგრძელებენ იგივეს. რას ვგულისხმობ: პრემიები, დანამატები, გაბერილი სამივლინებო ხარჯები. არ არსებობს ქვეყანაში პოლიტიკური ნება, რომ  ამას შეეხონ. შესაბამისად, მიმდინარეობს ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა და ეს აისახება ლარის კურსზე. ამ დეფიციტურ ხარჯვას საიდანღაც წყარო ხომ სჭირდება და იღებენ შიდა ვალებს, ამაში ირიბად მთავრობას ეხმარება ეროვნული ბანკი, რომელიც მთლიანად დაიმორჩილა ივანიშვილმა და ფეხქვეშ ამოიდო. მე ისიც ვიფიქრე, რომ ეს ტყუილი კი არ არის, პრემიერმინისტრი ვერ არჩევს ინფლაციას და დევალვაციას ერთმანეთისგან და არ მინდა რო ეს დავიჯერო

ენმ-ის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი

კომენტარები