ახალი მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებამდე, სახელმწიფო კანცელარიაში მთავრობის სხდომა მიმდინარეობს. დღის წესრიგით, მათ 16 საკითხზე უნდა იმსჯელონ. პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილს დაწყებამდე კომენტარი არ გაუკეთებია.
დღევანდელი სხდომის განსახილველ საკითხებს შორისაა მთავრობის განკარგულების პროექტები სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ, რომელსაც ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი წარადგენს. ოთხ საკითხზე ისაუბრებს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადურიც.
მინისტრთა ნაწილი კომენტარებს, სავარაუდოდ, სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთებს.





