ISIS

ISIS-მა ერაყში ტერორისტული აქტი მოაწყო, რასაც 35 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

Getty Images

15 ოქტომბერს ერაყის დედაქალაქ ბაღდადში თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმა მოხდა. BBC-ის ცნობით, მომხდარს მინიმუმ 35 ადამიანის სიცოხლე ემსხვერპლა, მასზე პასუხისმგებლობა კი ISIS-მა აიღო.

თავდასხმა შიიტი მომლოცველების წინააღმდეგ იყო მიმართული, რომლებიც დღეს მეშვიდე საუკუნეში წინასწარმეტყველ მუჰამედის შვილიშვილის ჰუსეინის მოკვდინებას გლოვობდნენ. 

BBC-ის ცნობით, თავდასხმა შუადღეს მაშინ მოხდა, როდესაც შიიტი პილიგრიმები სასადილოდ იყვნენ შეკრებილები. შიიტი მომლოცველები სუნიტი ექსტრემისტების სამიზნეები ხშირად ხდებიან. 

კომენტარები