ჰაიტი

ჰაიტიში ქარიშხალ მეთიუს 2 ადამიანი ემსხვერპლა

Reuters

ჰაიტიში ქარიშხალ მეთიუს სულ მცირე 2 ადამიანი ემსხვერპლა.

როგორც BBC აღნიშნავს, უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქარიშხალი ატლანტის ოკეანეში.

ძლიერი ქარის და წვიმის შედეგად ჰაიტის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქები დაზარალდა.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაიტიში, იამაიკასა და დომინიკის რესპუბლიკაში წყალდიდობის საშიშროება არსებობს.

შეგახსენებთ, რომ ჰაიტიში 2010 წელს მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას 160 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები