პანორამა თბილისი

პრემიერი პანორამა თბილისზე: თაბორის კურორტი თბილისის ახალი ფილტვები იქნება

facebook.com/KvirikashviliOfficial

ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა თანაინვესტირების ფონდმა დღეს ფონდის ტურისტული აქტივების სამართავად შექმნილი კომპანიის "საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის" პრეზენტაცია გამართა. ფონდის პრეზენტაციას პრემიერიც დაესწრო, რომელმაც პანორამა თბილისის ერთ-ერთ ნაწილს, თაბორის მთის კურორტს, თბილისის ახალი ფილტვები უწოდა. 

"ფონდის ინიციატივით, თბილისში უკვე შენდება უმაღლესი კლასის, არქიტექტურულად უპრეცენდენტო სამსაფეხუროვანი კომპლექსი, რომელიც მოიცავს მრავალფუნქციურ კომპლექსებს თავისუფლების მოედანთან, სოლოლაკის ქედზე და თაბორის მთაზე. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს კომპლექსები და მათი კავშირი ეკოლოგიურად სუფთა საბაგირო გზით, ქმნიან იმ ახალ სავიზიტო ბარათს, რომელიც დედაქალაქის ტურიზმის განვითარების და ხარისხის ხვალინდელი დღე გახლავთ. თაბორის პროექტი, ეს არის 400 000 კვ.მ „ახალი ფილტვები“ ქალაქისთვის. ასეთი ადგილი თბილისში არ არსებობს. შეიქმნება ტენდენცია სხვა მსგავსი პროექტების განვითარებისთვის. ამ კომპლექსების მშენებლობების პროცესში მთლიანობაში დასაქმდება 20 ათასზე მეტი, ხოლო კომპლექსების ამოქმედების შემდეგ პირდაპირ მუდმივად დასაქმდება დაახლოებით 2500 ადამიანი", - ამბობს კვირიკაშვილი. 

"პანორამა თბილისის" ფარგლებში თბილისში ხუთი ახალი სასტუმრო შენდება:

1) სოლოლაკის სასტუმრო პანორამა 

პანორამა თბილისის ნაწილი - სასტუმრო სოლოლაკი
ფოტო: თანაინვესტირების ფონდი

2) სასტუმრო თავისუფლების მოედანზე 


ფოტო: თანაინვესტირების ფონდი

3) პირველი სასტუმრო ერეკლეს მოედანზე


ფოტო: თანაინვესტირების ფონდი

4) მეორე სასტუმრო ერეკლეს მოედანზე


ფოტო: თანაინვესტირების ფონდი
5) სასტუმრო ბოტანიკური ბაღის ყოფილ ტერიტორიაზე, "თაბორი რეზორტს" 
 

თანაინვესტირების ფონდის პრეზენტაცია 2013 წლის სექტემბერში ბიძინა ივანიშვილმა გამართა. ფონდი კაიმანის კუნძულებზეა რეგისტრირებული. თანაინვესტირების ფონდი პროექტებს ენერგეტიკის, ტურიზმის, კრიპტოვალუტის, სოფლის მეურნეობისა და კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით ახორციელებს. 

კომენტარები