უკანონო მოსმენები

კახიძე: ივანიშვილის დავალებით, სუს-ის სამიზნე დამოუკიდებელი მედია და ოპოზიციაა

ბიძინა ივანიშვილის დავალებით, პოლიტიზირებული სუს-ი სამიზნედ ირჩევს მათგან დამოუკიდებელ ტელევიზიას და ოპოზიციურ გაერთიანებებს. მათ მიზანია ხელისუფლებაში ყოფნა გაიხანგრძლივონ მიუხედავად იმისა, რომ მათ ვერცერთი დაპირება ვერ შეასრულეს. უნდა იქნას მიღებული საკანონმდებლო ბაზა, რომელიც არასამთავრობო სექტორმა მოამზადა. ჩვენ ამ ბაზას მხარს ვუჭერთ. უნდა გამოიყოს ტექნიკური სამსახური და სუს-ი უნდა გაუქმდეს და პოლიტიზირებული პოლიცია უნდა ჩაბარდეს წარსულს. ამას ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ 8 ოქტომბრის შემდეგ.

 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ოთო კახიძე ნიკა გვარამიას და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო ჩანაწერის გავრცელებაზე.

კომენტარები