უკანონო მოსმენები

გალერი: არა მარტო ელჩებს, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გვითხრა, რომ მასაც უსმენენ

ძალიან შემაშფოთებელია, არა მარტო ჩვენ მეგობრებს, ევროკავშირის ელჩს და გერმანიის ელჩს, არამედ პრეზიდენტმა გვითხრა, რომ მასაც უსმენენ. ეს აღმაშფოთებელია. მთავრობა იმაზე კი არ უნდა ფოკუსირდებოდეს, ვინ გაავრცელა ეს ინფორმაცია, არამედ შეისწავლოს ვინ გასცა ბრძანება იმის, რაც საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით უკანონოა. ეს აჩვენებს იმას, რომ არის სტრუქტურები, რომლებიც კონტროლს არ ექვემდებარებიან. ფუნქციონირებად დემოკრატიულ ქვეყანაში ვიხილავდით, რომ პასუხისმგებლიანი მინისტრი აიღებდა პასუხისმგებლობას და გადადგებოდა. არ ვაპირებ სპეკულირებას, საჭიროა ფოკუსირება იმაზე, თუ ვინაა ამ აღმაშფოთებელი მოსმენების უკან.

თქვა ევროპარლამენტარმა მაიკლ გალერმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში. [ამერიკის ხმის თარგმანი]

კომენტარები