შეხვედრები რეგიონულ მედიასთან

ივანიშვილი: უნდა გაგვწვდეს და გადაგვწვდეს ის ბიუჯეტი, რაც გვაქვს

უნდა ვისწავლოთ ბიუჯეტის კითხვა და განკარგვა. როგორც ოჯახის ბიუჯეტია, ისევეა ქვეყნის ბიუჯეტიც. ჩვენ არ ვართ გიგანტური სახელმწიფო, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი სახელმწიფო და გვაქვს ბიუჯეტი. მთელი პრობლემა არის, როგორ მივუდგეთ ბიუჯეტს. როდესაც საპენსიო ასაკზეა საუბარი, კითხვა აბსოლუტურად კორექტულია და ამაზე უნდა იზრუნოს სახელმწიფომ, რომ საპენსიო ასაკი დაიწიოს, თუმცა ევროპელები ძირითადად აწევისკენ არიან მიმართული... მთაში, რა თქმა უნდა, ხალხი უნდა დაბრუნდეს. მთაში საპენსიო ასაკის დაწევა შეიძლება განიხილებოდეს და ეს გაცილებით იოლი იქნება, ვიდრე მთლიანად, მთელ საქართველოში, რამეთუ ეს ყველაფერი კავშირში მოდის ბიუჯეტთან...უნდა გაგვწვდეს და გადაგვწვდეს ის ბიუჯეტი, რაც გვაქვს, ეკონომიკა უნდა გავზარდოთ და ამის შესატყვისად მოვახერხოთ საპენსიო ასაკზე ზრუნვა.

ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი GDS-ის ეთერში, გადაცემაში "შეხვედრები რეგიონულ მედიასთან". ამჯერად ის ამბროლაურში იმყოფება.

კომენტარები