შეხვედრები რეგიონულ მედიასთან

ივანიშვილი: ნათელაშვილს უფრო კარგი კლიპები გაუკეთეს, ენმ-ის არ ვარგა

ნახეთ, რუსთავი ორიდან არ ჩამოდის ნათელაშვილი, რუსთავი ორი აპიარებს, ხალხო, თავიდან ბოლომდე, შეხედეთ, მხარდამჭერებს გეუბნებით. რუსთავი ორი ვისია, ეჭვი ხო არ გებადებათ? ყველაზე კარგი პიარი, სხვათაშორის, კლიპები ნათელაშვილს უფრო კარგი გაუკეთეს, თვითონ მათი კლიპები არ ვარგა, ასე კარგი ხარისხიანი კლიპები არ აქვს ნაციონალურ მოძრაობას, როგორიც ნათელაშვილს. რუსთავი ორიდან არ ჩამოდის ბოლო ექვსი თვე, ნახეთ, ერთი მძიმე სიტყვა არ უთქვამს ნაციონალურ მოძრაობაზე, მარტო ივანიშვილს აგინებს და ქართულ ოცნებას.

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე.

კომენტარები