შეხვედრები რეგიონულ მედიასთან

ივანიშვილი: საზოგადოებას ვპირდები, რომ ნაცები ვეღარ იბლატავებენ

მე საზოგადოებას ვპირდები, რომ საჩუქარს ახლა მიიღებენ, რასაც ელოდნენ 4 წლის განმავლობაში. ეს რომ მეთქვა, რომ 4 წელი დასჭირდება, ამას ვერ გამიგებდნენ. ეს საჩუქარი იქნება ის, რასაც ელოდნენ 2012 წელს, მიიღებენ ახლა, რასაც ელოდნენ დაბალანსებულს, რომ ნაცებს ექნებათ თავისი ადგილი, რომ ისინი ვეღარ იბლატავებენ - მათ დაუმთავრდათ გარედან მხარდაჭერა აბსოლუტურად, საზოგადოებამ კარგად გაიცნო მათი ხელწერა, ფინანსურ რესურსზე წვდომა მათ პრაქტიკულად აღარ აქვთ და ბიზნესს ვეღარ აყაჩაღებენ, ვეღარ ახერხებენ ფულის შოვნას ამ გზით, შესაბამისად, ყველა სახის რესურსი აქვთ ამოწურული და ეს ხელწერაც ყველასთვის გასაგებია. შესაბამისად, გარწმუნებთ, 5-10-15 დეპუტატი დაჯდება პარლამენტში და ცუციკებივით იქნებიან, აი, როგორც უნდა იყვნენ, ისე იქნებიან და არავითარი რესურსი მათ აღარ აქვთ იმ ძალადობის, რასაც ისინი ახერხებდნენ ამ დროის განმავლობაში. აი, ასე მოხდება. ისინი იქნებიან საკუთარ ადგილზე, მე არ ვამბობ, რომ ჩვენ ტოტალურად დავსაჯოთ ან რაღაც ახალი მოვიფიქროთ. იმასაც შეგახსენებთ, რომ გამოძიება და ეს ყველაფერი გრძელდება, პროკურატურაში უამრავი საქმეა კიდევ, კიდევ ძალიან ბევრი საქმეა და ეს სამართლიანობის აღდგენა, რითაც საზოგადოება კმაყოფილი არ არის, ჯერ არ დასრულებულა, ეს პროცესი გრძელდება, მუქარა არ მინდა ეხლა, ღმერთმა დამიფაროს, თან არჩევნების წინ, რომ კიდევ მუქარით...

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე.

კომენტარები