შეხვედრები რეგიონულ მედიასთან

ივანიშვილი: 8 წელში ემიგრანტების დიდი ნაწილი დაბრუნდება და თავის საწნახელს მიხედავს

ოთხი წლის განმავლობაში დაიწყება შემობრუნება, ვიზალიბერალიზაციას მივიღებთ სწრაფად და ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც საშოვარზეა გადახვეწილი საზღვარგარეთ, ნელ-ნელა დაიწყება შემოდინების პროცესი ამ ოთხ წელიწადში და რვა წლის შემდგომ, ნახეთ, რომ საქართველოს მოქალაქეების ძალიან დიდი ნაწილი საქართველოში დაბრუნდება, აქ იშოვის საკუთარ სარჩენს და საკუთარ საწნახელს მიხედავს, ასე ვთქვათ. რომ გარეთ ქართველები ვერ ვვარგივართ პრინციპში, ეს მე ჩემს თავზე გამოვცადე, საწნახელი შემთხვევით არ ვახსენე, რომ ნავთან შედარებულია ეს, ჩვენ ასეთი კულტურა გვაქვს ამ ბევრი საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული.

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე.

კომენტარები