თქვენ რა გგონიათ, მე არ ვიცი ჯანდაცვაში არსებული პრობლემების შესახებ? და მგონია, რომ ჯანდაცვა იდეალურია? გეტყვით, ამ მიმართულებით ყველაზე დიდი ნაბიჯი გადავდგით წინ, რამეთუ იქ ყველაზე მეტი ფინანსი მივმართეთ. თუმცა დაგეთანხმებით, უამრავი პრობლემაა ჯანდაცვაში, და მე შემიძლია გითხრათ, დედაჩემი ახლაც საავადმყოფოშია და შემიძლია დაგასწროთ და მოგიყვეთ თუ რამდენი პრობლემაა. საჩხერის საავადმყოფო აბსოლუტურად ევროპულის დონისაა, მაგრამ პრობლემები გვაქვს ექიმების კვალიფიკაციაში, ეს მთავარი პრობლემაა და დიდხანს გაგვყვება კიდევ. არ გეტყვით, რამდენი სამედიცინო შეცდომა იქნა დაშვებული იგივე დედაჩემთან დაკავშირებით. მე ძალიან აქტიურად ვუყურებდი მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ფეხი მოიტეხა დედამ და ჩავყევი საჩხერეში. მაგრამ, ქალბატონო, 4 წელიწადში ვერც ჯანდაცვა და ეკონომიკა ვერ განვითარდება. მთავარია, რომ ჩვენ გვქონდეს პროგრესი.
tbl.ge/1v2r
დაკოპირდა

ბიძინა ივანიშვილი ჯანდაცვაში არსებულ პრობლემებზე.
ამავე თემაზე
- A H1p წილი გრიპისმაგვარი ინფექციებით ავადობაში 4 კვირაა მატულობს – ჯანდაცვის სამინისტრო
- მოქალაქეებს საყოველთაო ჯანდაცვიდან გაუსვლელად შეეძლებათ დამატებითი მომსახურებით სარგებლობა
- მერია ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების პროგრამით მოსარგებლეებს სრულად დააფინანსებს
- პარლამენტმა ჯანდაცვის კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო
- წერეთელი: ჯანდაცვის კანონში ცვლილება ქმნის არასაჭირო, რეპრესიულ მექანიზმებს




