ჯანდაცვა

პარლამენტმა ჯანდაცვის კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო. 3 ივლისს, რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტს მხარი 77-მა დეპუტატმა დაუჭირა.

საქართველოს პარლამენტში განიხილებოდა კანონმდებლობა, რომლის მიხედვით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილებები ეზრდება.

კერძოდ, ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, მაკონტროლებელ ორგანოს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ობიექტებზე თავისუფლად, წინასწარი შეტყობინების გარეშე, ნებისმიერ დროს შესვლის, მასალის, ნივთის და ა.შ. გამოთხოვის შესაძლებლობა, ასევე საზედამხედველო ობიექტის (ან მისი ნებისმიერი ნაწილის) დათვალიერების, ხელშეუხებლობის მოთხოვნის, დალუქვისა და ამოღების უფლებამოსილებები ენიჭება.

კომენტარები