მთავრობის დადგენილებით, მოქალაქეებს შეეძლებათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გაუსვლელად, შესაბამისი საფასურის გადახდის შემთხვევაში, დამატებით ე.წ. VIP მომსახურებით სარგებლობა.
ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
კობახიძის თქმით, ეს მიდგომა ერთი მხრივ, დადებით გავლენას იქონიებს პაციენტის ფინანსურ მდგომარეობაზე, ხოლო მეორე მხრივ, უზრუნველყოფს პაციენტის გაუმჯობესებულ წვდომას საჭირო სამედიცინო სერვისებზე.
"მივიღეთ ერთმნიშვნელოვანი გადაწყვწტილება, რომლის მიზანი იქნება პაციენტთათვის სამედიცინო სერვისებსე წვდომის გაუმჯობესება. ასევე, სამედიცინო პერსონალისა და კლინიკებისთვის სამართლიანი პირობების დადგენა. მთავრობის დადგენილებით, პაციენტს ექნება შესაძლებლობა, განაგრძოს საყოველთაო დაზღვევის გათვალისწიმებული სტანდარტულად მაღალი ხარისხის მომსახურებით სარგებლობა, ხოლო დამატებით ის საკუთარი არჩევანით იკისრებს ე.წ. VIP მომსახურების საფასურის გადახდას, რაც შეიძლება გულისხმობდეს აყვანილი ექიმის, ექთანს, არჩეულ პალატას, სახარჯ მასალას და ა.შ" – თქვა კობახიძემ.





