ტერორიზმი

ბიშკეკში თვითმკვლელმა ტერორისტმა ჩინეთის საელჩოსთან თავი აიფეთქა

AP

ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში თვითმკვლელმა ტერორისტმა ჩინეთის საელჩოს ღობე მანქანით გაანგრია და თავი აიფეთქა. თავად ტერორისტის გარდა, დაღუპულები არ არიან. დაშავდა ყირგიზეთის სამი მოქალაქე.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

ადგილზე ყირგიზი სამართალდამცველები მუშაობენ.

კომენტარები